პროექტები


პროექტის
სახელწოდება
ქართველი  ალპინისტები
პროექტის
მთავარი  იდეა
მოსწავლეები  გაეცნობიან  ქართველ  ალპინისტებს.  ალპინიზმის 
სკოლის  განვითარებას  საქართველოში  და  მათ  დამსახურებას
 ამ  სკოლის  დაარსებაში.
პროექტის
მნიშვნელობა/  აქტუალობა
მოსწავლეები ამ პროიექტის განხორციელებით  შეძლებენ  გამოიმუშაონ  კვლევა-ძიების  უნარ-ჩვევა,თანამშრომლობის,  ჯგუფური  მუშაობის, პრეზენტაციის, მიზნების  ჩამოყალიბების  უნარ–ჩვევები.
პროექტის
მიზნები
მოსწავლეები  იძიებენ  სხვადასხვა  წყაროების  საშუალებით
ინფორმაციას  ქართველ  ალპინისტებზე. ვინ  დაუდო  საფუძველი ალპინიზმის  სკოლის დაარსების  ისტორიას  საქართველოში 
და  ვის  სახელს  ატარებს  ეს  სკოლა.
მოსწავლეთა  ასაკი
 13–14  წლის
ვადები/  ხანგრძლივობა
 2  კვირა
მოსალოდნელი  შედეგები/
პროდუქტები,  რა
შეიძლება  შეიქმნას
 პრეზენტაცია,  ფოტომასალა,  კედლის  გაზეთი.
საინფორმაციო  ბუკლეტი.
პროექტისთვის
საჭირო  ძირითადი
რესურსები
 ინტერნეტი,  თაბახის  ფურცლები,  ფანქრები,  პროექტორი.
პროექტის
მსვლელობა
(ძირითადი  აქტივობები)
მოსწავლეები  იყოფიან   სამ  ჯგუფად
1.    პირველ  ჯგუფი  მოიძიებს  ინფორმაციას  ალპინიზმის  სკოლის  დაარსების  შესახებ. მოძიებული მასალის საფუძველზე გააკეთებს ჩანაწერებს, შეაგროვებენ ფოტომასალას,  შექმნიან  საინფორმაციო  ბუკლეტს..
2.    მეორე  ჯგუფი მოიძიებს და  მოამზადებს  ფოტოკოლაჟს ცნობილი  ალპინისტების  შესახებ.
3.    მესამე  ჯგუფი  მოიძიებს  ინფორმაციას (როგორც ჩანაწერის სახით, ასევე ფოტომასალის სახით)  ქართველი  ალპინისტის  მიხეილ  ხერგიანის  ეგრედწოდებული  ‘’კლდის  ვეფხვის’’  შესახებ
მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას.
ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ, სამივე ჯგუფი  მართავენ  დებატებს  თუ  რამდენად  მნიშვნელოვანია  ექსტრემალური  სპორტის  ეს  სახეობა  რომელსაც  ალპინიზმი ჰქვია.
დისკუსიის შემდეგ, სამივე ჯგუფი ერთობლივად შექმნის კედლის გაზეთს და თანატოლებისთვის მოაწყობს გამოფენას

საგნებთან / საგნობრივ
ჯგუფებთან
კავშირი
 გეოგრაფი. სპორტი. ისტი.
პროექტის
ხელმძღვანელი
თამარ  ფერაძე
ხელმძღვანელის
ელ.  ფოსტა
 peradze1970@gmail.com
პროექტის  ვებ-
გვერდი/  ბლოგი
 http://peradze1970.blogspot.com/



პრეზენტაციის  შეფასება

კრიტერიუმები
საშუალო
კარგი
საუკეთესო
დავალებასთან  შესაბამისობა
ნაწილობრივ  მიჰყვება  ინსტრუქციას
მიჰყვება  ინსტრუქციას  მაგრამ  ზოგიერთი  რამ  გაუგებარია
დავალება  სრულყოფილად  არის  შესრულებული.  ყველა  ინსტრუქცია  დაცულია
აუდიტორიის 
ფლობა
გამომსვლელი  ვერ  ამყარებს  აუდიტორიასთან  კონტაქტს.
ნაწილობრივ  შეუძლია  მიიქციოს
აუდიტორიის  ყურადღება.
გამომსვლელი  სრულად  ფლობს 
აუდიტორიას.
შემოქმედებითობა
ჩანს  მცირე  შემოქმედებითი  ენერგიის  დანახარჯი.
ზოგჯერ  ჩანს 
ორიგინალური
აზრები  რომელიც  ეხმარება  უკეთ  წარმოჩენაში.
ჩანს  ჯგუფის
ორიგინალობა,  სიახლე  და  ორიგინალობა.
დროის 
ლიმიტი
უჭირს  დროის  მართვა
მართავს  ნაწილობრივ
მართავს
კარგად.


Комментариев нет:

Отправить комментарий