понедельник, 29 июня 2015 г.

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის  მთავარი  თემა
 რა არის  რელიეფი?
სწავლების  საფეხური
VII  კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
10  მოსწავლე
გაკვეთილის  მნიშვნელობა  აქტუალობა
დაეუფლონ  მსოფლიოს  ფიზიკურ  რუკაზე  დამოუკიდებლად  მუშაობას. ინტერესი  გაუჩნდეთ  რუკაზე  საძიებო  სამუშაოსადმი.
მოსწავლეებს  განუვითარდებათ  მსჯელობის  უნარი.  ინფორმაციის  მოძიების  უნარი.
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
მოსწავლე შეისწავლის რელიეფის არსსა და მნიშვნელობას.

გეო. VII .6  მოსწავლეს  შეუძლია  დაუკავშიროს  რელიეფის  ფორმები  რელიეფწარმომქნელ  პროცესებს.

წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეს  შეუძლია  დაასახელოს  დედამიწის  ზედაპირის  უსწორმასწორობა.
შეფასების  საგანი  პროცედურები
ინდივიდუალური  განმსაზღვრელი
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
ფიზიკური  რუკა.  კონტურული  რუკა. დაფა. ცარცი. რვეული.
გლობუსი
გაკვეთილის  მსვლელობა  საკლასო  მენეჯმენტი
A - ფაზა - გამოწვევა - 10 წუთი
კლასის  ორგანიზება.
საშინაო  დავალების  შემოწმება .

B ფაზა  - შინაარსის კონსტრუირება - 30 წუთი
ახალ  გაკვეთილს  ვიწყებ  საუბრით  დედამიწაზე  მოქმედი  შინაგანი  და  გარეგანი  ძალები  როგორ  უცვლის  დედამიწას  ზედაპირს.  შემდეგ  ვაჩვენებ  რელიეფურ  რუკას  რისი  საშუალებითაც  ეცნობიან  მთებისა  და  ვაკე  დაბლობების  მდებარეობას.  ვასახელებთ  კონტინენტებზე  მდებარე  ცალკეულ  მთებს. რომელიც  მოცემულია  გაკვეთილში  ცხრილის  სახით.
კონტურულ  რუკებზე  აღნიშნავენ  ცხრილში  მოცემულ  მთებსა  და  ვაკე  დაბლობებს.

C ფაზა-გამთლიანება
ახალი  გაკვეთილის  შეჯამება  კითხვების  დასმით. 
საშინაო  დავალების  მიცემა

                        

1 комментарий: